COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სტიგმისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების დაძლევა აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში

COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სტიგმისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების დაძლევა აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში

2021 წლის ოქტომბრიდან, პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის იწყებს ახალი კვლევითი პროექტის განხორციელებას „COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სტიგმისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების დაძლევა აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში“, რომელიც წარმოადგენს ფოგარტის მიერ დაფინანსებული გრანტის - „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ - დამატებით კომპონენტს.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში, აივ ინფიცირებულ პირებში COVID-19 ვაქცინაციის მიმართ არსებული სტიგმისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების შემცირება აივ ინფიცირებულთა COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ჯანდაცვის მუშაკთა ცოდნის გაუმჯობესებით. 

პროექტს აქვს ორი კომპონენტი: კვლევითი და სასწავლო, შემდეგი ამოცანებით:

(1) აივ ინფიცირებულ პირებში COVID-19-ის სხვადასხვა, განსაკუთრებით კი ვაქცინასთან დაკავშირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების იდენტიფიცირება, აივ ინფიცირებულების COVID-19 ვაქცინაციის ცოდნისა და დამოკიდებულების შეფასებით, მათ შორის COVID-19-ისა და აივ-ის მიმართ არსებული სტიგმა და და ვაქცინაციისადმი მერყევ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები. 

(2) ჯანდაცვის მუშაკებს შორის აივ ინფიცირებულთა ვაქცინაციის მიმართ ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის შესწავლა. გარდა ამისა, ჩვენ შევაფასებთ აივ ინფიცირებულთა მიმართ ექიმების მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას COVID-19 ვაქცინაციის სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით. 

(3) ჯანდაცვის მუშაკების ცოდნის გაუმჯობესება აივ ინფიცირებული ადამიანების COVID-19 ვაქცინაციის შესახებ, რათა მათ ხელი შეუწყონ ვაქცინაციის მიმღებლობასა და პროცესს. საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგების საფუძველზე, ჩვენ შევიმუშავებთ ტრენინგ კურსებს ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რომლებიც მიმართული იქნება სტიგმის შემცირებაზე და გაზრდის COVID-19 ვაქცინაციის მიმღებლობასა და მოცვას აივ ინფიცირებულ პირებში. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მიდგომა დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს გააუმჯობესონ COVID-19 ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში და, შესაბამისად, შეამცირონ ახალი შემთხვევების რაოდენობა და დაავადების მძიმე ფორმების განვითარების რისკი. 

პროექტის პარტნიორები არიან:

- ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი
- ნიუ იორკის შტატის საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროგრამა (NYS-ITRP)
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეალური ხარლხი, რეალური ხედვა“

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა