სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში

სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში

2020 წლის ივნისიდან პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის ახორციელებს აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სტრატეგიული პარტნიორობა/ტრენინგი აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“.

პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების ამღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში ქართველი მკვლევარების მორიგი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება.

პროგრამის გეგმა 5-წლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

(1) გრძელვადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი მომზადდება ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ათივე სტუდენტი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას გაივლის აშშ-ი, პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში  - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში.

(2) მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში და

(3) თსუ სადოქტორო პროგრამის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების განსახორციელებლად იმპლემენტაციის მეცნიერების სფეროში

პროექტის პარტნიორები არიან:

  • აშშ ჯანმრთელობის დეპარტამენტი/ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი
  • ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი
  • ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა
  • ნიუ-ორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი
  • ნიუ-ორკის უნივერსიტეტის, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ნარკომანიისა და აივ / C ჰეპატიტის კვლევის ცენტრი
  • ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
  • ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
  • ჯანმრთელობის კვლევის კავშირი
  • საერთაშორისო ფონდი კურაციო
  • სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა