პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდა 2006 წელს. ორგანიზაცია შეიქმნა საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ამდენად მას აქვს შესაბამისი იურიდიული სტატუსი და შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს თანხები სხვადასხვა გრანტისა და პროექტის განსახორციელებლად.
ორგანიზაციის მთავარი მანდატია სამეცნიერო-კვლევითი მტკიცებულებების მოპოვების გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სისტემების რეფორმების მხარდაჭერა.
პარტნიორობის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ფორუმი წარმოადგენს შესაბამისი პროფილის ეროვნული და საერთაშორისო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრებისა და ორგანიზაციების სტრატეგიულ თანმშრომლობას, რომლის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული პროექტების განხორციელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მოქნილ და ეფექტურ მექანიზმს ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომლობაში სხვდასხვა პარტნიორის ჩასართავად, ამ თანამშრომლობისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რაც აუცილებელია წარმატებული საპროექტო განაცხადების შესამუშავებლად, დაფინანსების მოსაპოვებლად და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განსახოციელებლად.