პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის (პარტნიორობა) მთავარ მისიას წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მაღალკვალიფიციური კვლევის, განათლებისა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული პრობლემების გამოვლენისა და ამ პრობლემებზე შემდგომი რეაგირების კუთხით, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პარტნიორობა ისწრაფვის მოიპოვოს აღიარება და ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
გამომდინარე იქედან რომ პარტნიორობას, როგორც ინსტიტუტს, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეფუძნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში კვლევის წარმოებას, განათლებასა და მომსახურებას, ჩვენ გვაქვს შემდეგი ძირითადი ფასეულობები და ვალდებულებები:
- საუკეთესო, კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებების მოპოვება
- ჩვენი, როგორც განმანათლებლების, უწყვეტი განვითარება
- ინკლუზიური და პატივსაცემი გარემოს შექმნა თითოეული თანამშრომლისთვის, ჩვენი პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის
- უწყვეტი მცდელობა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის
- საერთო ძალისხმევა ყველასათვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
- მულტიდისციპლინური მიდგომა საზოგადოებაში, ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ
- თანამშრომლობა ჩვენ პარტნიორებთან, როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში აღიარებული ეთიკის ნორმების და პრინციპების პატივისცემა და ერთგულება.