სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში - გახსნის კონფერენცია

სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში - გახსნის კონფერენცია

2020 წლის 16 სექტემბერს ჩატარდა პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ გახსნის კონფერენცია. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, აივ/შიდსის, ტუბერკულოზის და ჰეპატიტის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით.  

პროექტის მთავარი მიზანია აივ მეურვეობის კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, ქართველ მკველავართა მომავალი თაობის ტრენინგის გზით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის მეცნიერებაში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოში, აივ/შიდსის ეროვნული საპასუხო ღონისძიებების წარმატებული განხორციელებისათვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელება/გაძლიერებისათვის პროექტის მნიშვნელობას.

კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი და წარმოდგენილი პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ვიდეო ჩანაწერი

დარეგისტრირდით საკონსულტაციო შეხვედრაზე

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა