გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამაზე

გამოცხადდა მიღება სადოქტორო პროგრამაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 4 მარტს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) გამოაცხადა 10 დოქტორანტის (5 – 2021-2022 და 5 – 2022-2023 აკადემიურ წლებში) მიღება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე.

5 მარტს თსუ-ს რექტორმა ხელი მოაწერა ბრძანებას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში 5 ვაკანტური ადგილის გამოცხადების შესახებ.

აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება კონკურსის  გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე: https://prah.ge/index.php?run=account/apply

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა