პირველი საკონსულტაციო შეხვედრა

პირველი საკონსულტაციო შეხვედრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით გამოაცხადა 5 დოქტორანტის მიღება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე.

2021 წლის 22 მარტს, 18:00 სთ-ზე გაიმართება პირველი საკონსულტაციო შეხვედრა სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებით პოტენციური აპლიკანტების ყველა შესაძლო შეკითხვის დასაკმაყოფილებლად. შეხვედრა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ ბმულს შეხვედრაზე დასასწრებად.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა