ფაკულტეტის მე-3 სამუშაო შეხვედრა / ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში

ფაკულტეტის მე-3 სამუშაო შეხვედრა / ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში

2021 წლის 18-22 ოქტომბერს, აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება მესამე სამუშაო შეხვედრა. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან და ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტიდან ეწვივნენ საქართველოს შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

5 დღიანი ინტენსიური სემინარი მოიცავდა შეხვედრებს თსუ-ის ხელმძღვანელობასთან, პროექტის ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან, პროექტის კვლევითი პარტნიორების წარმომადგენლებთან და დოქტორანტებთან. აშშ-ს სხვა ფაკულტეტის წევრებს და პროექტის პარტნიორებს საშუალება ჰქონდათ დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა სემინარის კონკრეტულ სესიებში.

სემინარის ძირითადი მიზანი იყო (1) 2022 წლისთვის სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის განაცხადის პროცესის გაუმჯობესება/გაძლიერება, შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების ჩათვლით; (2) თსუ-ის სადოქტორო პროგრამაზე, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე, ძირითადი კურსების სწავლების მიმდინარე პროცესის განხილვა; (3) ფაკულტეტის ამერიკელი და ქართველი წევრების მონაწილეობით დოქტორანტებისთვის ერთობლივი ლექციების ჩატარება ეპიდემიოლოგიაში, ბიოსტატისტიკასა და მონაცემთა მართვაში; და (4) და სადოქტორო კვლევითი პროექტების წარდგენა, განხილვა და განახლება.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა