-cr-721x405.jpg)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ), ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 4 მარტს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) გამოაცხადა 6 დოქტორანტის მიღება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე.
1 მარტს ხელი მოეწერა ბრძანებას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურაში 6 ვაკანტური ადგილის გამოცხადების შესახებ.
აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება კონკურსის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე შემდეგ ბმულზე: https://prah.ge/index.php?run=account/apply
ამავე ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალები განაცხადის მომზადების შესახებ.