ქართველი პარტნიორების ვიზიტი აშშ-ში

ქართველი პარტნიორების ვიზიტი აშშ-ში

პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ ინფექცია/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია, კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე“ ფაკულტეტის წევრები 2022 წლის 3-15 აპრილს სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან აშშ-ში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი წარმომადგენლების შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრში. ვიზიტის ძირითადი მიზანია პროექტის განხორციელების პროგრესის განხილვა, შიდსის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და კვლევით აქტივობებში ქართველი სტუდენტების ჩართულობის დაგეგმვა და ახალი, იმპლემენტაციის მეცნიერების კურსის შემუშავების ხელშეწყობა.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა