ფაკულტეტის მე-4 სამუშაო შეხვედრა / ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში

ფაკულტეტის მე-4 სამუშაო შეხვედრა / ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში

2022 წლის 14-16 ოქტომბერს, აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება მეოთხე სამუშაო შეხვედრა. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან, ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტიდან და ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრიდან ეწვივნენ საქართველოს შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. პარტნიორებს ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან საშუალება ჰქონდათ დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრების კონკრეტულ სესიებში.

სამუშაო შეხვედრის მიზნები იყო (1) აშშ-ში დოქტორანტების (II კოჰორტა) სწავლისთვის მზადების საკითხების განხილვა, მათ შორის მგზავრობა, კურსების შერჩევა და ინტერნატურის შესაძლებლობები შიდსის ინსტიტუტში; (2) თსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე, ძირითადი კურსების სწავლების მიმდინარე პროცესის განხილვა; (3) პირველი და მეორე კოჰორტის დოქტორანტების სადოქტორო კვლევითი პროექტების წარდგენა, განხილვა და განახლება; და (4) თსუ სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების განხილვა და მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრა. 

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა