კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის ვასკულარული ფაქტორები აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში.

კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის ვასკულარული ფაქტორები აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში.

2022 წლის ოქტომბრიდან, პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო ახალი კვლევითი პროექტის განხორციელება „კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის ვასკულარული ფაქტორები აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში “, რომელიც წარმოადგენს ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული გრანტის - „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ - დამატებით კომპონენტს.

მოცემული კვლევის მთავარი მიზანია საქართველოში, 40 წელზე მეტი ასაკის 150 აივ ინფიცირებულ პირში კროსსექციური პილოტური კვლევის ჩატარება. ამ მონაწილეებს შორის, საპილოტე კვლევის მიზნებია: 

(1) სოციოდემოგრაფიული და აივ-ის (მაგ., აივ ვირუსული დატვირთვა, CD4+ რაოდენობა) ფაქტორების დახასიათება; 

(2) VCID-ის გავრცელების შეფასება პილოტური კვლევის გაზომვების გამოყენებით. VCID მოიცავს: სიმსუქნე, ჰიპერტენზია, ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერლიპიდემია; კარდიო- და პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგიის შემთხვევების ისტორია; სიგარეტის მოწევა; ალკოჰოლის გამოყენება; და ნარკოტიკების გამოყენება. ტვინის ჯანმრთელობის გამოსავლები მოიცავს კოგნიტიურ ფუნქციებსა და მათ დაქვეითებას, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს და ცერებროვასკულარული დაავადებისა და ინსულტის ისტორიას; 

(3) VCID რისკის და ისტორიის შეფასება აივ სიმძიმის მიხედვით სტრატიფიკაციის გამოყენებით (ვირუსული დატვირთვა და CD4+ რაოდენობა), HCV კოინფექცია (დიახ/არა), ინექციური ნარკოტიკების გამოყენება (დიახ/არა), 10 წლიანი ასაკობრივი ჯგუფები, და სქესი.

პროექტის პარტნიორები არიან:

- ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის  დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი

- ნიუ იორკის შტატის საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროგრამა (NYS-ITRP)

- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეალური ხარლხი, რეალური ხედვა“

- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი

- სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა