მიმდინარე წლის 11-31 ოქტომბრის პერიოდში პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის (PRAH) მიმდინარე გრანტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ, ჩაატარა ახლად შემუშავებული, მოკლევადიან კურსზე - აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა.
კურსის მიზანია სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლოს იმპლემენტაციის მეცნიერება, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება შემუშავდეს და პრაქტიკაში ინტეგრირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები. ეს კურსი მოიცავს იმპლემენტაციის მეცნიერების ფუნდამენტურ ელემენტებს და ასწავლის აუცილებელ უნარებს, რომლებიც საჭიროა შესაბამისი მეთოდების ეფექტურად გამოსაყენებლად, რათა გადაილახოს ბარიერები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მდგრადობის უზრუნველყოფის და განვრცობისათვის. სტუდენტები/მსმენელები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ და შეაფასონ გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელების ბარიერების დასაძლევად. კერძოდ, ეს კურსი სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლის აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის: კონცეპტუალურ ჩარჩოებს, კვლევის დიზაინს, პროგრამის შეფასებას, და სხვ., და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ კონცეფციების უკეთ გასაგებად მათი გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში გამოყენების გზით.
ყოველი სესიის ბოლოს, ინტენსიური თეორიული ტრენინგის შემდეგ იმართებოდა თემატური, რეალური შემთხვევების განხილვა და დისკუსია. კურსის ბოლოს სტუდენტებმა შეიმუშავეს და წარადგინეს პროექტები, სადაც ასახული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან კლინიკური პრობლემის ეფექტური პროგრამული გადაწყვეტის განხორციელებისთვის გეგმის ძირითად ელემენტები. პროექტების თემატიკა სტუდენტმა შეარჩია მათი პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით.
კურსს ჩაატარეს PRAH/თსუ ფაკულტეტის წევრებმა ამერიკელი პარტნიორების პირისპირ და ონლაინ მონაწილეობით. ამერიკელ პარტნიორებს შორის იყვნენ აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის, აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრისა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
კურსი ჩატარდა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კურსს დაესწრო 13 მონაწილე, მათ შორის 4 დოქტორანტი I კოჰორტიდან, 8 პრაქტიკოსი (საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარები და პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ აივ-ის სფეროში) და ერთი დოქტორანტი ყაზახეთიდან.
აღნიშნული მოკლევადიანი კურსის შემდეგი რაუნდი 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს!