2023 წლის ოქტომბრიდან, პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის დაიწყო ახალი კვლევითი პროექტის განხორციელება „ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე აივ დადებითი, ხანდაზმული პირების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების გადაჭრა საქართველოში“, რომელიც წარმოადგენს ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული გრანტის - „სტრატეგიული პარტნიორობა ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ - დამატებით კომპონენტს.
პროექტის მთავარი მიზანია აივ ზრუნვის კასკადზე თავის ტვინის ჯანმრთელობის ნეგატიური შედეგების ზემოქმედების შესწავლა/გადაჭრა საქართველოში მცხოვრებ, ხანდაზმულ აივ ინფიცირებულ პირებს შორის.
პროექტს აქვს შემდეგი ამოცანები:
ამოცანა 1. დიდაქტიკური ტრენინგი აივ/დაბერების საკითხებში (ფოკუსით ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებზე და მათთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საჭიროებებზე) და შერეული მეთოდების კვლევა (ფოკუსით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე), ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევის მეთოდები; და
ამოცანა 2. პრაქტიკული ტრენინგი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევასა და მონაცემთა ანალიზში, რომლის მიზნებია:
ამოცანა 2.ა. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების ინვენტარის შემუშავება შესაბამისი სერვისების მიმწოდებელ საჯარო და კერძო ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევის ჩატარების გზით.
ამოცანა 2.ბ. ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სერვისების საჭიროებების, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების (მაგ.,ბარიერები ინდივიდუალურ დონეზე, სოციალურ ან ინტერპერსონალურ დონეზე და სტრუქტურულ დონეზე, აივ-თან ასოცირებული სტიგმის ჩათვლით, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა სოციალური დეტერმინანტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე) და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების მიმართ დამოკიდებულებების და მოლოდინების შესწავლა (მაგ., არსებული სერვისების მიმართ მიმღებლობა, მათ შორის გარემო, მდებარეობა, შინაარსი და ა.შ.). ამ ფაქტორების შესწავლა მოხდება აივ დადებით, ხანდაზმული პირების შორის თვისებრივი კვლევის ჩატარების გზით.
პროექტის პარტნიორები არიან:
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლა