პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევასა და განვითარებისთვის წარმოგიდგენთ ფაკულტეტის მე-6 სამუშაო შეხვედრის შეჯამებას, რომელიც ჩატარდა 27-29 ოქტომბერს თელავში, კახეთში, აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში. ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ნიუ-იორკის შტატის დაუნთაუნის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტიდან ეწვივნენ საქართველოს შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქართველი ფაკულტეტის წევრები, ყაზახი და უკრაინელი კოლეგები და პირველი და მეორე კოჰორტის დოქტორანტები. პარტნიორებს ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლიდან, ასევე ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის სხვა კოლეგებს საშუალება ჰქონდათ დისტანციურად მიეღოთ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრების კონკრეტულ სესიებში. თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით აღნიშნულ შეხვედრას სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა:
- პროექტის მიმდინარეობის პროგრესის განხილვა, დღეის მდგომარეობით არსებული მიღწევების ჩათვლით;
- თსუ-ს სადოქტორო პროგრამაზე, „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე, ძირითადი კურსების სწავლების მიმდინარე პროცესის განხილვა, ასევე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში გავლილი სასწვლო კურსებისა და ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში გავლილი ინტერნატურის შეჯამება;
- პირველი და მეორე კოჰორტის დოქტორანტების სადოქტორო კვლევითი პროექტების წარდგენა, განხილვა და განახლება.
საერთო ჯამში, სამუშაო შეხვედრა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ჩვენს ფაკულტეტსა და ამერიკელ პარტნიორებს შორის. სემინარის დროს გაზიარებული შეხედულებები და გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენი პროექტების წარმატებით განხორციელებაში, გააძლიერებს ჩვენს სადოქტორო პროგრამას და დაეხმარება სტუდენტებს კვლევითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში.