მიმდინარე წელს 23 ოქტომბრიდა 3 ნოემბერის ჩათვლით პერიოდში პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის (PRAH) მიმდინარე გრანტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ, უკვე მეორედ ჩაატარა ახლად შემუშავებული, მოკლევადიან კურსზე - აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა.
კურსის მიზანია სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლოს იმპლემენტაციის მეცნიერება, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება შემუშავდეს და პრაქტიკაში ინტეგრირდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციები. ეს კურსი მოიცავს იმპლემენტაციის მეცნიერების ფუნდამენტურ ელემენტებს და ასწავლის აუცილებელ უნარებს, რომლებიც საჭიროა შესაბამისი მეთოდების ეფექტურად გამოსაყენებლად, რათა გადაილახოს ბარიერები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, მდგრადობის უზრუნველყოფის და განვრცობისათვის. სტუდენტებმა/მსმენელებმა შეისწავლეს, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ და შეაფასონ გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების განხორციელების ბარიერების დასაძლევად. კერძოდ, ეს კურსი სტუდენტებს/მსმენელებს შეასწავლის აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევის მნიშვნელოვან ასპექტებს, მათ შორის: კონცეპტუალურ ჩარჩოებს, კვლევის დიზაინს, პროგრამის შეფასებას, და სხვ., და უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომას ამ კონცეფციების უკეთ გასაგებად მათი გლობალური ჯანდაცვის კონტექსტში გამოყენების გზით.
ყოველი სესიის ბოლოს, ინტენსიური თეორიული ტრენინგის შემდეგ იმართებოდა თემატური, რეალური შემთხვევების განხილვა და დისკუსია. კურსის ბოლოს სტუდენტებმა შეიმუშავეს და წარადგინეს პროექტები, სადაც ასახული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან კლინიკური პრობლემის ეფექტური პროგრამული გადაწყვეტის განხორციელებისთვის გეგმის ძირითად ელემენტები. პროექტების თემატიკა სტუდენტმა შეარჩია მათი პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით.
კურსი ჩაატარეს PRAH/თსუ ფაკულტეტის წევრებმა ამერიკელი პარტნიორების პირისპირ და ონლაინ მონაწილეობით. ამერიკელ პარტნიორებს შორის იყვნენ აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის, ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტის და აშშ ნიუ-იორკის შტატის დაუნთაუნის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კურსი ჩატარდა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კურსს დაესწრო სულ 13 მონაწილე, მათ შორის 6 დოქტორანტი II კოჰორტიდან, 1 თსუ მედიცნის ფაკულტეტის დოქტორანტი და 6 აივ-შიდსის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი, მათ შორის, 1 საქართველოდან, 4 ყაზახეთიდან და 1 უკრაინიდან.
აღნიშნული მოკლევადიანი კურსის შემდეგი რაუნდი 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.
თვალყური ადევნეთ ჩვენს სიახლეებს!