სამუშაო შეხვედრა აივ ინფექციასა და არაგადამდებ დაავადებებზე სამომავლო კვლევითი თანამშრომლობის მიზნით

სამუშაო შეხვედრა აივ ინფექციასა და არაგადამდებ დაავადებებზე სამომავლო კვლევითი თანამშრომლობის მიზნით

2025 წლის 9 მაისს პარტნიორობამ ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის გამართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პარტნიორებთან ერთად აივ ინფექციასა და თანმხლებ არაგადამდებ დაავადებებზე სამომავლო სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივებისა და თანამშრომლობის ფორმატების განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თენგის ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენლები, PRAH-ის კვლევითი ჯგუფის წევრები, დოქტორანტები, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის (ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის), კარდიოლოგიისა და ნევროლოგიის (მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი - პინეო სამედიცინო ეკოსისტემა) მიმართულების წამყვანი სპეციალისტები. შეხვედრაზე გამართული დისკუსია მიზნად ისახავდა კვლევითი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ინოვაციური ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გზების ძიებას, რაც ხელს შეუწყობს აივ-ისა და არაგადამდები დაავადებების გადაკვეთის სფეროში გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას.

შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო PRAH-ის დოქტორანტების კვლევითი პროექტების ძირითადი შედეგები. აღნიშნული შედეგები გახდება ახალი, კომპლექსური კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების საფუძველი.

შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინტეგრირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებისთვის.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა