
2025 წლის ივლისიდან PRAH-ის გუნდს შეუერთდა სტაჟიორი, ოლუვაბუსაიომი (ბუსაიო) აკეჯუ. ბუსაიო ფლობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის (MPH) ხარისხს და ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო (DrPH) პროგრამაზე ოლბანის უნივერსიტეტში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრაქტიკასა და კვლევაში, მათ შორის პროგრამების იმპლემენტაციასა და შეფასებაში, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
ბუსაიო აქტიურად არის ჩართული PRAH-ის სადოქტორი კვლევით პროექტში „ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის წყვილზე დაფუძვნებული, აივ რისკის შემცირებაზე მიმართული ინტერვენციის იმპლემენტაციის ბარიერებისა და ფასილიტატორების კვლევა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში ბუსაიო მუშაობს PRAH-ის დოქტორანტ, თამარ ზურაშვილთან ერთად და აქტიურად არის ჩართული ყველა ეტაპზე, მათ შორის ლიტერატურის მიმოხილვაში, ხარისხობრივი მონაცემების ანალიზსა და სტატიის მოზადებაში.
ამჟამად ბუსაიო მუშაობს ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის აივ ინსტიტუტში, პროგრამის განვითარების, განხორციელების, კვლევისა და შეფასების ცენტრში, სადაც ჩართულია აივ-თან დაკავშირებულ კვლევებსა და შეფასებებში. გარდა ამჟამინდელი საქმიანობისა, ბუსაიო წარსულში ხელმძღვანელობდა მალარიის, აივ-ისა და ვაქცინაციის პროგრამების განხორციელებას საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მას სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს PRAH-ის საქმიანობაში და პარალელურად განივითაროს პროფესიული გამოცდილება ორგანიზაციის პროექტებში აქტიური ჩართულობით.