პროექტები

სტრატეგიული პარტნიორობა/ტრეინინგი აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში

დონორი: აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი 

თემატიკა: პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების ამღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ქართველი მეცნიერების მორიგი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება. პროგრამის გეგმა 5-წლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: (1) გრძელვადიანი ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი მომზადდება ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. ათივე სტუდენტი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას გაივლის აშშ-ი, პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში  - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. (2) მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში 30 პოსტ-დოქტორანტი / მოქმედი მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში და (3) თსუ სადოქტორო პროგრამისა და კვლევითი პარტნიორების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა