ფილტვის ტუბერკულოზის შემთხვევების ოპტიმალური გამოვლენის ბარიერები პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში სოფლად და ქალაქად
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა/მსოფლიო ბანკი/ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
თემატიკა: კვლევის მიზანი იყო კერძო პირველადი ჯანდაცვის (პჯდ) პროვაიდერის ფილტვის ტუბერკულოზის (ტბ) გამოვლენის დაყოვნებასთან დაკავშირებული პაციენტისა და დაწესებულების ფაქტორების დადგენა. კვლევა შედგებოდა რაოდენობრივი და ხარისხობრივი კომპონენტებისგან. რაოდენობრივი კვლევისთვის მოხდა ტბ მქონე პაციენტების თანმიმდევრული შერჩევა თბილისის ცენტრალური ტუბ საავადმყოფოსა და ორი ტუბ–დისპანსერის, ასევე ქუთაისის და ზუგდიდის რეგიონული ტუბ საავადმყოფოების ბაზაზე. 12 თვის განმავლობაში (2015 წ 1 ივლისიდან 2016 წ 1 აგვისტომდე) კვლევაში ჩაერთო 320 პაციენტი. პაციენტთა საერთო შერჩევაში პჯდ პროვაიდერის დაყოვნების მედიანა იყო 12 დღე (საშუალო - 26.7±38.6 დღე). პჯდ პროვაიდერის დაყოვნებას (2 კვირაზე მეტი პჯდ დაწესებულებაში ტბ სიმპტომების გამო პირველი კონსულტაციიდან ტბ საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებამდე) ადგილი ჰქონდა პაციენტთა 43.8%-ში. მულტივარიაციული ანალიზით, პჯდ დაყოვნების დამოუკიდებელი პრედიქტორები იყო საოჯახო მეურნეობის მცირე ზომა, მაღალი საშუალო თვიური დანახარჯი გასული წლის განმავლობაში, ტბ სიმპტომების არასწორი ცოდნა, შეგრძნება იმისა რომ ტუბერკულოზი ნეგატიურად მოქმედებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და რაიმე სახის მკურნალობა ტბ დიაგნოზამდე. აღნიშნული პროექტის შედეგად გამოქვეყნდა პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში: