აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა
დონორი: ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა
თემატიკა: აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორობამ ხელი შეუწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის ახალგაზრდა მკვლევარების პროფესიულ განვითარებას პროგრამის ფარგლებში მობილიზებული საერთაშორისო მკვლევრების ტექნიკური დახმარებით. პარტნიორობა ორჯერ იყო დეპარტამენტის განვითარების გრანტის მიმღები, რაც მოხმარდა სკოლის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი ფაკულტეტის წევრების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდას.