დამხმარე ზედამხედველობის ეფექტურობა იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის მუშაობის გასაუმჯობესებლად საქართველოში
დონორი: საერთაშორისო განვითარების კვლევების ცენტრი, ოტავა, კანადა, კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მე-2 ფაზა, გლობალური ჯანმრთელობის კვლევის ინიციატივა
თემატიკა: საერთაშორისო ფონდ კურაციოსთან თანამშრომლობით ჩატარებულმა კვლევამ, პრე-პოსტ ექსპერიმენტული დიზაინის გამოყენებით, შეისწავლა ადამიანური რესურსების ინოვაციური მართვის მეთოდის ეფექტურობა იმუნიზაციის პროგრამის მუშაობის გაუმჯობესებაში. კვლევის შედეგებმა უჩვენეს, რომ მოცემულმა მეთოდმა გააუმჯობესა პროგრამის მუშაობის მთელი რიგი კომპონენტები რაიონების დონეზე, კერძოდ შემცირდა ვაქცინების დანაკარგი და გაიზარდა იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები. აღნიშნული კვლევის შედეგების საფუძველზე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებულია ორი პუბლიკაცია:
-
Esmail, L., Cohen, J. C., & Djibuti, M. (2007). Optimizing human resource management: Lessons from the Georgian national immunization program. Human Resources for Health, 5(1), 20.
- Djibuti, M., Gotsadze, G., Mataradze, G., Esmail, L., & Cohen, J. C. (2009). The role of supportive supervision on immunization program outcome: A randomized field trial from Georgia. BMC International Health and Human Rights, 9(Suppl 1), S1–S11.