გუნდის შესახებ

თამარ ზურაშვილი



თამარ ზურაშვილი 8 წელია რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტია და ინტენსიური მუშაობის გამოცდილება აქვს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში. მას აქვს მიღებული განათლება საოჯახო მედიცინაში, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეპიდემიოლოგიაში და გააჩნია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევების ჩატარების მნიშვნელოვანი გამოცდილება. 2014 წლიდან იგი „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ მკვლევარია და მონაწილეობა აქვს მიღებული პარტნიორობის პროექტებში. იგი, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ფაკულტეტის წევრია და უძღვება ქრონიკული დაავადებების ეპიდემიოლოგიის კურსს.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა