პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის მიმდინარე გრანტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ, ახორციელებს სტრატეგიული ტრენინგის პროგრამას აივ ეპიდემიის დასასრულებლად საქართველოში. აღნიშნული პარტნიორობა აერთიანებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ქცევითი მეცნიერებების ფაკულტეტების წევრებს, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეცნიერებს აივ-ის სფეროში კვლევების გამოცდილებით, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური ფაკულტეტების წარმომადგენლებს აშშ-ს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციებიდან. პროექტის მთავარი მიზანია აივ კასკადის პირველ საფეხურზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ქართველი მეცნიერების მორიგი თაობის ტრენინგის გზით განხორციელდება. ეს განხორციელდება თსუ-ში საზოგადოებრივი ჯანდაცვის არსებული სადოქტორო პროგრამის სრულყოფით, რომელიც მოიცავს როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკულ გამოცდილების გაუმჯობესებას იმპლემენტაციურ მეცნიერებაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად:
1. ჩვენ მოვამზადებთ თსუ-ს დოქტორანტებსა და პოსტ-დოქტორანტებს იმპლემენტაციურ მეცნიერებებში:
a. გრძელვადიანი ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც 10 დოქტორანტი 8 თვის განმავლობაში გადამზადებას გაივლის აშშ-ი, პირველი ოთხი თვე ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4 თვის განმავლობაში - ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში. ათივე სტუდენტი პროგრამას გაივლის ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამის ბაზაზე. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამის გაძლიერებას არსებული ძირითადი კურსების გაუმჯობესებით, ასევე იმპლემენტაციური მეცნიერების ახალი კურსის შემუშავებითა და დამატებით.
b. მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში 30 პოსტ-დოქტორანტის / მოქმედი მკვლევარის და ფაკულტეტის წევრების მომზადება მოხდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში. სასწავლო კურსები ერთობლივად შემუშავდება ამერიკელი პარტნიორების, თსუ-ს ფაკულტეტის წევრებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ.
2. ჩვენ შევქმნით ინსტიტუციურ შესაძლებლობებს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში იმპლემენტაციური მეცნიერებების მიმართულებით ტრენინგების ჩასატარებლად:
a. თსუ-ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ ერთ ახალ სასწავლო კურსს იმპლემენტაციურ მეცნიერებებში;
b. ჩვენ გავაუმჯობესებთ თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამის ოთხ ძირითად კურსს.
ინფორმაცია მომავალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ, ჩვენს ვებ-გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
გამოიწერეთ სიახლეები და შემოგვიერთდით FB-ზე და Twitter-ზე