ნატალია ადამაშვილი
ნატალია ადამაშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა. გავლილი აქვს ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული, ორ წლიანი „ემორი-საქართველოს ტუბერკულზის კვლევითი სასწავლო პროგრამა“. არის დასავლეთის ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების პირველი ავტორი. ამჟამად მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერის თანამდებობაზე. ის ასევე არის მიწვეული ლექტორი და ასწავლის ბიოსტატისტიკისა და მტკიდებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის კურსებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ამერიკულ პროგრამაზე.
მისი კვლევითი პროექტი ეხება „საქართველოში C ჰეპატიტის, აივ-ისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სრინინგის პროგრამის“ შესწავლას.
კვლევის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის, აივ-ისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის შეფასება შემდეგი ამოცანების განხორციელების გზით: (1) C ჰეპატიტის, აივ-ისა და ტუბერკულოზის კასკადის დახასიათება და კოინფექციის მქონე ადამიანების გამოვლენა მათ შორის, რომელთა სკრინინგის მოხდა პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის ფარგლებში; (2) დიაგნოსტიკისა და მოვლის სერვისბში ჩართვის შედარება სკრინინგის ორ სხვადახვა სერვისს შორის შორის: ინტეგრირებული სკრინგი პირველად ჯანდაცვაში და საველე სკრინინგი მულტიდიაგნოსტიკური სკრინინგის მანქანით საქართველოს ორ რეგიონში; (3) C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის სერვისებში არსებული ბარიერების გამოვლენა, ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის ფარგებლში სკრინინგის დადებითი პასუხის მიღების შემდეგ. პირველი ამოცანის ფარგლებში გათვალისწინებულია პროსპექტული კოჰორტული კვლევის ჩატარება იმ პირებში, რომელთა სკრინინგიც მოხდა/მოხდება C ჰეპატიტზე, აივ-ზე და ტუბერკულოზზე პირველად ჯანდაცვაში 2018-2022 წლების განმავლობაში. მეორე ამოცანა განხორციელდება 2021-2022 წლებში განმავლობაში პროსპექტული კოჰორტული კვლევის გზით. მესამე ამოცანის ფარგლებში ჩატარდება თვისებრივი კვლევა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის სერვისებში ჩართვის ძირითადი ბარიერების ინდენტიფიცირებისთვის.