მამუკა ჯიბუტი
მამუკა ჯიბუტი 25 წელზე მეტია რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტია და აქვს მრავალმხრივი მუშაობის გამოცდილება ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორიც არის ტუბერკულიოზი, აივ/შიდსი, დაავადებათა ზედამხედველობა, პანდემიისთვის მზადყოფნა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევებისა და შესაძლებლობების განვითარება, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება. მას აქვს მუშაობის ფართე გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში.
2008 წლიდან, ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი. ორგანიზაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ტრენიგების შესაძლებლობების განვითარების ფართო გამოცდილება აქვს, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. მათ შორის აღსანიშნავია ნიუ-ორკის შტატის ტრენინგისა და კვლევის საერთაშორისო პროგრამა (NYS-ITRP), რომელსაც აივ კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების 22 წლიანი ისტორია აქვს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და უძღვება იმპლემენტაციური კვლევის მეთოდების სადოქტორო კურსს.