დოქტორანტები

მარიანა ბუზიაშვილი



მარიანა ბუზიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავთ. იგი ასევე ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლიდან. მარიანა 2 წლის განმავლობაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული "ემორი-საქართველოს ტუბერკულოზის კვლევის ტრენინგ-პროგრამის" (EGTB-RTP) სტუდენტი. ამჟამად, მარიანა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მუშაობს სხვადასხვა პროგრამული თუ კლინიკური კვლევების კოორდინატორად. 

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მისი კვლევის გეგმა საქართველოში აივ ინფიცირებულ მოსახლეობას შორის ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის ხარვეზების და მის გასაუმჯობესებლად არსებული გამოწვევების შეფასებას მოიცავს. 

კვლევის მიზანია შეფასდეს ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის პროგრამული იმპლემენტაციის ეფექტურობის და პოტენციური ხარვეზების შეფასება, ასევე შესაძლო ინტერვენციების იდენტიფიცირება მისი გაუმჯობესებისთვის. სპეციფიური მიზნები შემდეგია: (1) ტუბერკულოზის განვითარების ყოველწლიური რისკის, ინციდენტობისა და რისკ ფაქტორების განსაზღვრა აივ დადებით 2019-2020 კოჰორტაში, საქართველოში; (2) აივ დადებით პაციენტებს შორის ტუბერკულოზის პროფილაქტიკური მკურნალობის კასკადში არსებული ხარვეზებისა და ბარიერების გამოვლენა; (3) ვიდეო ზედამხედველობით თერაპიის (VOT) დანერგვის ეფექტურობის შესაფასება ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის პროგრამის ბენეფიციარებს შორის. 

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა