ცირა ჩახაია
ცირა ჩახაია არის დოქტორანტი ეპიდემიოლოგიაში “ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტში“ (Georgia State University, Atlanta, GA, US). მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განალების სამედიცინო აკადემიის კლინიკური ორდინატურა სპეციალობით ნეონატოლოგია და იერუსალიმის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის სკოლა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მის ინტერესს ძირითადად წარმოადგენდა ინფექციური დაავადებების, კერძოდ კი ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის ეპიდემიოლოგია როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად. ის ამ კუთხით მუშაობდა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში და ახორციელებდა საადვოკაციო შეხვედრებს, საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ტრენინგებსა და კვლევებს; იყო დაინტერესებულ მხარეთა შორის ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საკითხებზე დისკუსიის ფასილიტატორი. ცირა ჩახაია მუშაობდა USAID-ის, გლობალური ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.
010 წლიდან იგი ჩართული იყო ტუბერკულოზის, მათ შორის მულტი რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მიმდინარე კვლევებში. ცირა არის პირველი ავტორი პუბლიკაციისა ტუბერკულოზის კონტაქტების შესახებ და თანაავტორი სხვა რამდენიმე პუბლიკაციის. 2015 წლიდან ცირა ჩახაია ოპერაციულ კვლევებთან ერთად ჩართულია ტუბერკულოზის მკურნალობისათვის ახალი მედიკამენტების კლინიკურ კვლევებში.
ამჟამად, ცირა ჩახაია არის NIH-ის მიერ დაფინანსებული ემორი-საქართველოს კვლევით სასწავლო პროგრამაში, და არის ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროგრამის დოქტორანტი.
პარტნიორობის გუნდს ცირა 2021 წლიდან შემოუერთდა და ამჟამად მონაწილეობას ღებულობს ახალი კვლევითი პროექტის - „COVID-19 ვაქცინაციის მიმართ სტიგმისა და სხვა სტრუქტურული ბარიერების დაძლევა აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში“ - განხორციელებაში.