დოქტორანტები

მარიამ ფაშალიშვილი

მარიამ ფაშალიშვილი

 

მარიამ ფაშალიშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. ასევე, მარიამს გავლილი აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2 წლიანი საველე ეპიდემიოლოგიის პროგრამა - “ხმელთაშუა და შავი ზღვის საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამა (MediPIET)“. ამჟამად ის მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. 

მისი კვლევითი პროექტი ეხება საქართველოში, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ-ისა და C ჰეპატიტის ტესტირებასთან დაკავშირებული ქცევების შესწავლას.

კვლევის ძირითადი მიზანია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ) აივ-ისა და C ჰეპატიტის ტესტირებასთან დაკავშირებული ქცევითი ფაქტორების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების დარღვევების როლის შესწავლა საქართველოში და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მიზნის მისაღწევად დასახულია შემდეგი ამოცანები: (1) ნიმ-ებში აივ-ისა და C ჰეპატიტის ტესტირების ქცევასთან დაკავშირებული ფაქტორების იდენტიფიცირება, ბიომარკერების ქცევის ზედამხედველობის კვლევის (Bio-BSS) მონაცემთა მეორადი ანალიზის გამოყენებით; (2) ალკოჰოლისა და ნივთიერებების მოხმარების დარღვევების როლის შეფასება აივ-ისა და C ჰეპატიტის ტესტირებაში ნიმ-ებს შორის, ზიანის შემცირების ქსელში პილოტური კვლევის ჩატარებით; და (3) მიზანმიმართული ინტერვენციის მიზანშეწონილობის შეფასება, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური ნიმ-ებს შორის ალკოჰოლის/ნივთიერების მოხმარების დარღვევების მოსაგვარებლად საქართველოში.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა