თეა შენგელაია
თეა შენგელაიას აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმის აკადემიური ხარისხი. მან დაამთავრა გლობალური ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტში. იგი მუშაობდა მკვლევარ ასისტენტად ფართომასშტაბიან, საერთაშორისო STREAM კლინიკურ კვლევაში. ამჟამად თეა მუშაობს თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებაში მოწვეულ ლექტორად.
მისი კვლევითი პროექტია - „ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მოგვარება აივ ინფიცირებულ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის აივ კონსულტირებისა და ტესტირების და აივ მკურნალობისა და მოვლის სერვისებთან კავშირის გასაუმჯობესებლად საქართველოში“.
კვლევა ფოკუსირებული იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტერვენციების საჭიროებებზე, რათა გააუმჯობესოს აივ კონსულტირება და ტესტირება ნიმ-ებში. გარდა ამისა, მოხდება შესაბამისი ინტერვენციების გამოვლენა და პილოტირება ნიმ-ებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად და შემუშავდება შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციები. კვლევის მიზანია საქართველოში აივ ინფიცირებულ ნიმ-ებში აივ ტესტირებისა და კონსულტირების მოცვის და აივ ზრუნვასთან კავშირის გაუმჯობესება. კვლევის ამოცანები შემდეგია: (1) საქართველოში აივ პოზიტიურ ნიმ-ებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების იდენტიფიცირება, (2) დამატებითი ფაქტორების შესწავლა, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ მოქმედებს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობები აივ-ის მოვლის კასკადზე და (3) ყველაზე პერსპექტიული ინტერვენციის იდენტიფიცირება და პილოტირება აივ-ზე ტესტირებისა და კონსულტირების და მკურნალობის გასაუმჯობესებლად აღნიშნულ ჯგუფში საქართველოში.