დოქტორანტები

მარინე გოგია

მარინე გოგია


მარინე გოგია ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე დამთავრებული აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად იგი მუშაობს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე. გარდა ამისა, იგი არის ევროპის შიდსის სამკურნალო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თანათავმჯდომარე.  

მისი კვლევითი პროექტი ეხება აივ კონსულტირებისა და ტესტირების ხარვეზების აღმოფხვრას ტრანსგენდერ ადამიანებში, საქართველოში.

შემოთავაზებული კვლევის პირველადი მიზანია საქართველოში აივ ტესტირებისა და კონსულტირების მოცვის გაუმჯობესება ტრანსგენდერ პირებსა და კომერციულ სექს მუშაკებს შორის. კვლევა მიზნად ისახავს ეფექტური ინტერვენციების იდენტიფიცირებას აივ ტესტირებისა და კონსულტირების გაუმჯობესებული მიწოდებისა და მოცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს ზემოხსენებულ პოპულაციებს შორის. კვლევა მიზნად ისახავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას: (1) საქართველოში ტრანსგენდერი პირებისა და კომერციული სექს მუშაკების აივ ტესტირებისა და კონსულტირების სერვისებში ჩართულობასთან /არ ჩართულობასთან დაკავშირებული ფაქტორების იდენტიფიცირება; (2) ინდივიდუალურ და სტრუქტურულ დონეზე არსებული დამატებითი ფაქტორების შესწავლა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველი და მაღალი ხარისხის ტრანსკომპეტენტური სერვისების განვითარებას აღნიშნული ჯგუფებისთვის აივ ტესტირების სერვისებში ჩართულობის ხელშესაწყობად და (3) მიზნობრივი ინტერვენციების განსაზღვრა, რომლებიც უკეთ პასუხობენ ტრანსგენდერი პირებისა და კომერციული სექს მუშაკების საჭიროებებს.

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა