თამარ ზურაშვილი
თამარ ზურაშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმის აკადემიურ ხარისხს. მას ასევე დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ი, ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში. ამჟამად იგი მუშაობს PRAH-ში პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. ასევე არის მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
მისი კვლევითი პროექტი ეხება აივ-თან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის საკითხების გადაჭრას აივ ზრუნვის კასკადის გასაუმჯობესებლად საქართველოში.
შემოთავაზებული კვლევის მთავარი მიზანია აივ სტიგმა/დისკრიმინაციაზე კრიტიკული კვლევითი მტკიცებულებების მოპოვება, აივ მოვლის კასკადის პირველ ორ საფეხურზე მისი ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად საქართველოში. ამ მიზნის მიღწევა მოხდება შემდეგი სამი ამოცანის განხორციელებით: (1) მონაცემთა მეორადი ანალიზის მეშვეობით, აივ-თან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის მასშტაბებისა და ბუნების განსაზღვრა საქართველოში ჯანდაცვის მუშაკებს, აივ ინფიცირებულ პირებსა და აივ მოწყვლადი პოპულაციების წარმომადგენელთა შორის; (2) ფორმალური თვისებრივი კვლევის მეშვეობით აივ მოვლის კასკადის პირველ და მეორე საფეხურზე აივ სტიგმის გავლენის იდენტიფიცირება; და (3) მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციის შერჩევა, ადაპტირება და შეფასება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას აივ სტიგმისა და დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული ფორმის შესამცირებლად, რაც ხელს უშლის ინფიცირებულთა აივ და ზოგადად ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას საქართველოში.