კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის ვასკულარული ფაქტორები აივ ინფიცირებულთა შორის საქართველოში.
დონორი: აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი
თემატიკა: მოცემული კვლევის მთავარი მიზანია საქართველოში, 40 წელზე მეტი ასაკის 150 აივ ინფიცირებულ პირში კროსსექციური პილოტური კვლევის ჩატარება. ამ მონაწილეებს შორის, საპილოტე კვლევის მიზნებია:
(1) სოციოდემოგრაფიული და აივ-ის (მაგ., აივ ვირუსული დატვირთვა, CD4+ რაოდენობა) ფაქტორების დახასიათება;
(2) VCID-ის გავრცელების შეფასება პილოტური კვლევის გაზომვების გამოყენებით. VCID მოიცავს: სიმსუქნე, ჰიპერტენზია, ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერლიპიდემია; კარდიო- და პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგიის შემთხვევების ისტორია; სიგარეტის მოწევა; ალკოჰოლის გამოყენება; და ნარკოტიკების გამოყენება. ტვინის ჯანმრთელობის გამოსავლები მოიცავს კოგნიტიურ ფუნქციებსა და მათ დაქვეითებას, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს და ცერებროვასკულარული დაავადებისა და ინსულტის ისტორიას;
(3) VCID რისკის და ისტორიის შეფასება აივ სიმძიმის მიხედვით სტრატიფიკაციის გამოყენებით (ვირუსული დატვირთვა და CD4+ რაოდენობა), HCV კოინფექცია (დიახ/არა), ინექციური ნარკოტიკების გამოყენება (დიახ/არა), 10 წლიანი ასაკობრივი ჯგუფები, და სქესი.
პროექტის პარტნიორები არიან:
- ნიუ-ორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი
- ნიუ იორკის შტატის საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროგრამა (NYS-ITRP)
- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „რეალური ხარლხი, რეალური ხედვა“
- ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
- სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“