დავით ბალიაშვილი
დავით ბალიაშვილმა 2011 წელს მიიღო დიპლომირებული მედიკოსის (MD) ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ხოლო 2013 წელს დაამთავრა იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის პროგრამა (MPH). 2013-2014 წლებში სწავლობდა ემორის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი კლინიკური კვლევების მიმართულებით (Master of Science in Clinical Research). 2014-2017 წლებში ის მუშაობდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში, სადაც ჩართული იყო აივ-ინფექციის, ტუბერკულოზის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ვირუსული ჰეპატიტების ეპიდზედამხედველობასა და სამეცნიერო კვლევებში. აქტიურად იყო ჩართული საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მომზადებასა და დაწყებაში და კოორდინირებას უწევდა ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის მომზადებაზე პასუხისმგებელ სამუშაო ჯგუფს. 2017 წელს დავითმა დაიწყო სადოქტორო პროგრამა ემორის უნივერსიტეტში, საიდანაც 2021 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორი ეპიდემიოლოგიაში (PhD in Epidemiology).
დავით ბალიაშვილი ამჟამად არის TEPHINET-ის კონტრაქტორი, მუშაობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების თბილისის ოფისში, ხელმძღვანელობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის სამეცნიერო მიმართულებას და კოორდინირებას უწევს ელიმინაციის პროგრამაში მოფუნქციონირე სამეცნიერო კომიტეტს. აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების სამმართველოსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. პარალელურად, 2021 წლიდან დავითი შეუერთდა პარტნიორობის გუნდს ჯერ როგორც ფაკულტეტის წევრი NIH-ის დაფინანსებით მიმდინარე სადოქტორო პროგრამაში, ხოლო 2022 წლიდან როგორც მკვლევარი კვლევით პროექტში, რომელიც აფასებს აივ-ინფიცირებულებში კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის სისხლძარღვოვან რისკ ფაქტორებს.