გუნდის შესახებ

ესმა იმერლიშვილი

ესმა იმერლიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (2011 წელი) და მიღებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეპიდემიოლოგიაში. ის ასევე არის სერტიფიცირებული ექიმი ინფექციონისტი. ამჟამად სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც NIH-ის დაფინანსებით მიმდინარეობს. 

ესმა იმერლიშვილს აქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორში. უკანასკნელი 5 წელია მისი ძირითადი სამუშაო ფოკუსია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. აქვს, ასევე 5 წლიანი კვლევითი გამოცდილება, თვისებრივი კვლევების მიმართულებით. ამჟამად, როგორც კვლევის ასისტენტი, ჩართულია კვლევის პროექტში, რომელიც შეისწავლის კოგნიტიური დარღვევებისა და დემენციის სისხლძარღვოვან რისკ ფაქტორებს აივ-ინფიცირებულებში. 

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა