პროექტები

ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე აივ დადებითი, ხანდაზმული პირების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების გადაჭრა საქართველოში.

დონორი: აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი

თემატიკა: პროექტის მთავარი მიზანია აივ ზრუნვის კასკადზე თავის ტვინის ჯანმრთელობის ნეგატიური შედეგების ზემოქმედების შესწავლა/გადაჭრა საქართველოში მცხოვრებ, ხანდაზმულ აივ ინფიცირებულ პირებს შორის.  

პროექტს აქვს შემდეგი ამოცანები:

ამოცანა 1. გაძლიერებული დიდაქტიკური ტრენინგი აივ-დაბერების საკითხებში (ფოკუსით ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევებზე და მათთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საჭიროებებზე) და შერეული მეთოდების კვლევა (ფოკუსით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისებზე), ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევის მეთოდები; და 

ამოცანა 2. პრაქტიკული ტრენინგი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევასა და მონაცემთა ანალიზში, რომლის მიზნებია:

ამოცანა 2.ა. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების ინვენტარის შემუშავება შესაბამისი სერვისების მიმწოდებელ საჯარო და კერძო ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისების კვლევის ჩატარების გზით.

ამოცანა 2.ბ. ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სერვისების საჭიროებების, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების (მაგ.,ბარიერები ინდივიდუალურ დონეზე, სოციალურ ან ინტერპერსონალურ დონეზე და სტრუქტურულ დონეზე, აივ-თან ასოცირებული სტიგმის ჩათვლით, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა სოციალური დეტერმინანტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე) და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების მიმართ დამოკიდებულებების და მოლოდინების შესწავლა (მაგ., არსებული სერვისების მიმართ მიმღებლობა, მათ შორის გარემო, მდებარეობა, შინაარსი და ა.შ.). ამ ფაქტორების შესწავლა მოხდება აივ დადებით, ხანდაზმული პირების შორის თვისებრივი კვლევის ჩატარების გზით. თვისებრივ კომპონენტში მონაწილეობას მიიღებს 28 აივ ინფიცირებული პირი. შვიდი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდება ხანდაზმულ, აივ ინფიცირებულთა შემდეგ თითოეულ ჯგუფში: (1) დეპრესიის, (2) შფოთვის, (3) ნარკოტიკების მოხმარებისა და (3) ალკოჰოლის მომხარების დარღვევის მქონე პაციენტებში. 

პროექტის პარტნიორები არიან:

- ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლა

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა