მაია ქაჯაია
მაია ქაჯაიას აქვს თითქმის 20 წლიანი გამოცდილება საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში. 2008 წელს დაამთავრა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის სამაგისტრო კურსი. ამჟამად, ის მუშაობს ა/ო ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. მაია არის საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული მრავლობითი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ის არის ადგილობრივი ეთიკური კომიტეტის წევრი და მონაწილეობდა ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტების ბიოსამედიცინო სამეცნიერო პროექტების ეთიკური განხილვის პროცესში. 2020 წლიდან მაია არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
2023 წელს მაია შემოუერთდა პარტნიორიბის გუნდს და ამჟამად მონაწილეობს პროექტში „საქართველოში ჯანმრთელობის და სოციალური საჭიროებების დაძლევა აივ ინფექციის მქონე ხანდაზმულ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები“.