პროექტები

აივ სტატუსის გამჟღავნების გამოწვევები: საქართველოში, აივ დადებით პირებში „გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ ინტერვენციის პრე-იმპლემენტაციური კვლევა.

დონორი: WHO TDR, სპეციალური პროგრამა ტროპიკულ დაავადებებში კვლევისა და ტრენინგისთვის

თემატიკა: კვლევის მიზანია პრე-იმპლემენტაციური შეფასების ჩატარება ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებით, აივ დადებითი პირებისთვის „გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ ინტერვენციის იმპლემენტაციის ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოსავლენად.

ამოცანები:

  1. „გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ ინტერვენციის იმპლემენტაციისთვის კონკრეტული ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა საქართველოში მცხოვრები აივ დადებითი პირებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების თვალთახედვით.
  2. „გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ ინტერვენციის იმპლემენტაციის სტრატეგიების და მისი ადაპტაციის საკვანძო მიმართულებების განსაზღვრა და პრიორიტეტიზაცია საქართველოს კონტექსტში, ნომინალური ჯგუფური ტექნიკის სესიების გამოყენებით. 
ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა