დასამარცხებლად საქართველოში“ ფარგლებში პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის აცხადებს მიღებას სასწავლო კურზე: აივ/შიდსის პროგრამების იმპლემენტაციის კვლევა. კურსი შემუშავებულია და ჩატარდება შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ივანე ჯევახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ ნიუ-იორკის შტატის დაუნთაუნის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლა და ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი.
კურსის აღწერა და აპლიკაციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
კურსის აღწერა და აპლიკაციის ინსტრუქცია.
განაცხადის შეტანამდე დაგჭირდებათ დარეგისტრირება ახალი აპლიკაციის შესავსებად.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე და აიტვირთოს პორტალზე არაუგვიანეს 2024 წლის 10 სექტემბრისა.
სასწავლო კურსთან / აპლიკაციის პროცესთან / ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: თამარ ზურაშვილი, tzurashvili@prah.ge
საავტორო უფლებები დაცულია © 2020