გრძელვადიანი ტრეინინგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით (2021 წლის 1 მარტს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე) გამოაცხადა 5 დოქტორანტის მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ კონცენტრაციით - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე

სადოქტორო პროგრამის მიზანი: სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებას, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ: ახალი სამეცნიერო ცოდნის გენერირების გზით საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეპიდემიოლოგიაში კვლევების ჩატარებას და სწავლების უზრუნველყოფას, აქტუალური საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ კვლევას მულტიდისციპლინური და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენებით; ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევებისა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელებას საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, რაც საფუძვლად დაედება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

კონცენტრაცია - იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე - ჩაშენებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის სადოქტორო პროგრამაში; მისი ძირითადი ფოკუსია აივ კასკადის პირველ საფეხურზე ეპიდემიასთან ბრძოლის გაუმჯობესება სტრატეგიის „დავასრულოთ შიდსი საქართველოში“ რეალიზაციისათვის.

მოცემულ სადოქტორო პროგრამაზე (საზოგადოებრივ ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია, კონცენტრაცია: იმპლემენტაციის მეცნიერება ფოკუსით აივ/შიდსზე) დაშვების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის კვლევის წინადადების/გეგმის წარდგენა. პოტენციურმა აპლიკანტმა კვლევითი წინადადება/გეგმა უნდა შეიმუშავოს პროექტში მონაწილე პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად. ამ ორგანიზაციებს აქვთ აივ, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის კვლევითი პროექტების განხორციელების შესაბამისი გამოცდილება. კვლევითი წინადადების შემუშავებისას რეკომენდებულია, აპლიკანტმა ანალიზისთვის გამოიყენოს ამ ორგანიზაციებში ჩატარებული/მიმდინარე კვლევების მეორადი მონაცემები.

პროექტის მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციების და მენტორების სია:

1. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - პაატა იმნაძე (pimnadze@ncdc.ge); დავით ბალიაშვილი (dato.baliashvili@gmail.com);

2. ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი - ნესტანი ტუკვაძე (marikushane@yahoo.com);

3. ჯანმრთელობის კვლევის კავშირი - მაია ბუწაშვილი (maiabutsashvili@gmail.com); გიორგი კამკამიძე (georgekamkamidze@gmail.com)

4. საერთაშორისო ფონდი კურაციო - გიორგი გოცაძე (g.gotsadze@curatio.com);

5. სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი - იაგო კაჭკაჭიშვილი (iagok@yahoo.com);

6. პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის - მამუკა ჯიბუტი (mdjibuti@prah.ge).

 

სადოქტორო პროგრამის აღწერა და აპლიკაციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

პროგრამის აღწერა და აპლიკაციის ინსტრუქცია.

პროექტში მონაწილე პარტნიორ კვლევით ორგანიზაციებში არსებული კვლევის /პროგრამის მონაცემთა ბაზების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ბაზების სია (ექვემდებარება პერიოდულ განახლებას)

ქ. თბილისი, ბ ჟღენტის #3 მისამართი
595 092 950 ტელეფონი
partnership@prah.ge ელ. ფოსტა